რელიგიური თემატიკა - ლოცვის თარგმნა
Thread poster: Salome Tkhelia

Salome Tkhelia  Identity Verified
Georgia
Local time: 10:24
English to Georgian
+ ...
Jan 11, 2008

გთხოვთ დამეხმაროთ, თუ ვინმეს გაქვთ იდეა როგორ ვთარგმნო ქვემოთ მოცემული ლოცვა. (რა თქმა უნდა, უბრალოდ ვერ ვთარგმნი. მეტ-ნაკლებად რელიგიურ ადამიანებსაც ვკითხე, და ნუ არაფერი) სათარგმნში მოყვ... See more
გთხოვთ დამეხმაროთ, თუ ვინმეს გაქვთ იდეა როგორ ვთარგმნო ქვემოთ მოცემული ლოცვა. (რა თქმა უნდა, უბრალოდ ვერ ვთარგმნი. მეტ-ნაკლებად რელიგიურ ადამიანებსაც ვკითხე, და ნუ არაფერი) სათარგმნში მოყვანილი ყველა ბიბლიური ციტატა თუ ფსალმუნები ვიპოვე, მაგრამ ამ ლოცვას ვერ მივაგენი. არც არის მითითებული, სად შეიძლება ვეძიო.

”God, I know that I have sinned against You and am deserving of punishment. But Jesus Christ took the punishment that I deserve so that through faith in Him I could be forgiven. I turn away from my sin and place my trust in You for salvation. Thank You for Your wonderful grace and forgiveness! Amen!"

დიდი მადლობა წინასწარ.
Collapse


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 10:24
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
როგორც ჩანს, ბაპტისტური ტექსტია Jan 11, 2008

სალომე,

როგორც ჩანს, ეს ბაპტისტური ლიტერატურაა და არ არის ამოღებული წმიდა წერილიდან.
ასე რომ, მეეჭვება ამისი მართლმადიდებლური ქართული ვარიანტი მოიძებნოს.
ინტერნეტში ამ ტექსტს არსად არა აქვს მითითებული წყარო, რაც ამის დამადასტურებელია. მაგ. იხ:
http://www.wbbchome.org/gotjesus.html

მაია

[Edited at 2008-01-11 19:19]


 

Salome Tkhelia  Identity Verified
Georgia
Local time: 10:24
English to Georgian
+ ...
TOPIC STARTER
ანუ პირდაპირ ვთარგმნო? Jan 12, 2008

მადლობა მაია. ანუ გამოდის, რომ უბრალოდ პირდაპირ ვთარგმნო, როგორც არის... ?

 

Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 10:24
Member (2005)
English to Georgian
+ ...
ჩემი მოკრძალებული აზრი Jan 12, 2008

სალომე,
არც და ვერც გავბედავ ჭკუა დაგარიგო, ან ზედმეტად გირჩიო რაიმე. უბრალოდ, პირადად მე, დიდი ხანია უარს ვამბობ ასეთი ტექსტების თარგმნაზე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
კეთილი სურვილებით,
ლევანი


 

Salome Tkhelia  Identity Verified
Georgia
Local time: 10:24
English to Georgian
+ ...
TOPIC STARTER
რჩევას ყოველთვის მივიღებ Jan 12, 2008

მე თქვენთან შედარებით მაინც პატარა ვარ და გამოუცდელი, და ყოველთვის სიამოვნებით და ყურადღებით მივიღებ უფროსი და გამოცდილი (გავკადნიერდები და ვიტყვი) კოლეგებისაგან რჩევასა და კეთილ სურვილს. ალბათ მართალი ხარ, ლევან

 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 10:24
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
რადგან თარგმანი უკვე აღებული გაქვს... Jan 12, 2008

რადგან თარგმანი უკვე აღებული გაქვს, ახლა უკან ვეღარ დააბრუნებ და ვალდებულიც ხარ შეასრულო. ალბათ თავისუფალი თარგმანი უნდა შეასრულო, თანამედროვე ენით. მართალი გითხრა, მეც ვერიდები ასეთ თარგმანებს...

 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 10:24
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
წმიდა წერილი Jan 12, 2008

სალომე,

მე მგონი ეს რესურსი შენთვის საინტერესო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შენს სათარგმნ ტექსტს აქ ვერ ნახავ

http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm


 

Salome Tkhelia  Identity Verified
Georgia
Local time: 10:24
English to Georgian
+ ...
TOPIC STARTER
მადლობა Jan 12, 2008

ეს საიტი ვიცი და ამ თარგმანზე ძალიან დამეხმარა. ყველა საჭირო ციტატა ბიიბლიიდან თუ ფსალმუნი მანდ ვიპოვე.

 


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

რელიგიური თემატიკა - ლოცვის თარგმნა

Advanced search






Wordfast Pro
Translation Memory Software for Any Platform

Exclusive discount for ProZ.com users! Save over 13% when purchasing Wordfast Pro through ProZ.com. Wordfast is the world's #1 provider of platform-independent Translation Memory software. Consistently ranked the most user-friendly and highest value

More info »
SDL Trados Business Manager Lite
Create customer quotes and invoices from within SDL Trados Studio

SDL Trados Business Manager Lite helps to simplify and speed up some of the daily tasks, such as invoicing and reporting, associated with running your freelance translation business.

More info »



Forums
  • All of ProZ.com
  • Term search
  • Jobs
  • Forums
  • Multiple search