ქართული მართლწერის შემმოწმებელი, ანუ ე.წ. "სპელჩეკერი"
Thread poster: Maya Gorgoshidze

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 04:33
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
Feb 28, 2010

ქართული ტექსტის აკრეფის დროს ყველას გვაქვს ის პრობლემა, რომ საკუთარი თვალით უნდა დავაკვირდეთ თითოეულ სიტყვას, რომ მართლწერის შეცდომა არ გაგვეპაროს. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ დამღლელი პროცესია და დროსაც მოითხოვს. ხომ არ იყენებთ რაიმე დამხმარე პროგრამას? გთხოვთ, გამოცდილება გამიზიაროთ.

წინასწარ გიხდით მადლობას,
მაია


 

Lina Episheva  Identity Verified
Georgia
Member (2008)
English to Georgian
+ ...
ქართული სპელჩეკერი Feb 28, 2010

მაია,

აი ამ გვერდიდან გადმოვწერე სპელჩეკერი,მუშაობს.

http://daikide.ge/2010/01/22/sapovnela-ai-ia-tools.html

თუ ოფისი 2007 გაქვს, "ტრასტ ცენტრიდან" უნდა დაამატო. ინსტრუქციაში ახსნილია.

ლინა


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 04:33
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
TOPIC STARTER
მადლობა, ლინა!!!! Feb 28, 2010

მეც გადმოვწერ ამ პროგრამას და მოვსინჯავ. ადრე ჯავა პროგრამა მქონდა და გამაწამა. იმედია, ეს უკეთესი იქნება

მაია


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 04:33
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
TOPIC STARTER
ეს მქონდა Feb 28, 2010

ლინა, ეს იგივე პროგრამაა რაც მქონდა. მაინცადამაინც კმაყოფილი არ ვარ ამ მაკროსით. როგორც ჩანს, ჯერჯერობით უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს

 

Lina Episheva  Identity Verified
Georgia
Member (2008)
English to Georgian
+ ...
ქართული სპელჩეკერი Feb 28, 2010

აი აქაც ნახე, ეს უკეთესი ვარიანტია - www.ena.ge

კიდევ შეგიძლია ჩაწერო ოფისი 2007 ქართული ინტერფეისით, რომელსაც ქართული სპელჩეკერი ავტომატურად მოყვება

... See more
აი აქაც ნახე, ეს უკეთესი ვარიანტია - www.ena.ge

კიდევ შეგიძლია ჩაწერო ოფისი 2007 ქართული ინტერფეისით, რომელსაც ქართული სპელჩეკერი ავტომატურად მოყვება

http://www.microsoft.com/downloads/details.aspx?FamilyID=91426c33-ea45-482d-af08-cd8ea8cbfd53&displaylang=ka

ეს ალბათ ფასიანი ვერსიაა, მაიკროსოფტის საიტიდანაა.

უფასო ვერსია აქ არის http://gom.ge/soft/5334-microsoft-office-word-2007.html
Collapse


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 04:33
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
TOPIC STARTER
ლინა, Feb 28, 2010

ena.ge ისეთივე მაკროსია, როგორც daikide.ge–ზე დადებული პროგრამა, იმ განსხვავებით, რომ აქ გრამატიკის მოკლე ცნობარია დართული. ეს უკვე მაქვს დაინსტალირებული და მართლწერის შემმოწმებელი საკმაოდ შეფერხ... See more
ena.ge ისეთივე მაკროსია, როგორც daikide.ge–ზე დადებული პროგრამა, იმ განსხვავებით, რომ აქ გრამატიკის მოკლე ცნობარია დართული. ეს უკვე მაქვს დაინსტალირებული და მართლწერის შემმოწმებელი საკმაოდ შეფერხებით მუშაობს.

gom.ge ჩემთვის ახალია, მგარამ აღწერის და წონის მიხედვით მაიკროსოფტის საიტზე დადებული ქართული ინტერფეისის პროგრამას ჰგავს. მაიკროსოფტის საიტიდან ქართული ინტერფეისი ამ დილით ჩამოვტვირთე და დავაინსტალირე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამაღიზიანა ამ საიტზე ენობრივი შეცდომების სიმრავლემ (მათ შორის, არათვლადი სიტყვის "ინსტრუქცია" მრავლობითმა ფორმამ, რაც ალბათ ინგლისურიდან პრიმიტული გადატანის შედეგია). აქ ქართული "სპელჩეკერი" არ მუშაობს. მართალია, ინტერფეისი არ გადამიყვანია ქართულ ენაზე და არც ვაპირებ, მაგრამ, წესით, რომ იყოს, ინგლისურ ინტერფეისზეც უნდა იმუშაოს ისე, როგორც რუსული მუშაობს. მგონი აქ მხოლოდ ინტერფეისია და "სპელჩეკერი" არ მოჰყვება. არც აღწერაში წერია, რომ უნდა იყოს. არა და, რომ ყოფილიყო, მაკროსს ნამდვილად აჯობებდა ტექნიკური თვალსაზრისით...

P.S. მაიკროსოფტის საიტიდან ოფისის ქართული ინტერფეისი უფასოდ ჩამოვტვირთე.

[Edited at 2010-02-28 20:42 GMT]
Collapse


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 04:33
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
TOPIC STARTER
ალბათ, მარტო Office 2007–ზე მუშაობს Feb 28, 2010

თუ ამ ბმულს დავუჯერებთ
http://office.microsoft.com/en-us/suites/HA103161311033.aspx
იმან, რაც მე ჩამოვტვირთე, ქართული მართლწერა უნდა შეამოწმოს. ალბათ ჩემს კომპიუტერზე იმიტომ არ იმუშავა, რომ Office 2003 მაქვს დაინსტალირებული. ხვალ სამსახურში შევამოწმებ 2007–ზე.


 

Lina Episheva  Identity Verified
Georgia
Member (2008)
English to Georgian
+ ...
ქართული სპელჩეკერი Feb 28, 2010

შეამოწმე მხოლოდ, თუ სამსახურში ოფისი 2007 ლიცენზირებულია. თუ არალიცენზირებულია, შეიძლება დაბლოკოს...:)

 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 04:33
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
TOPIC STARTER
ამუშავდა! Mar 1, 2010

ოფის 2007–ზე მუშაობს ახლა ყველა ის პროგრამული დამატება და მაკროსი უნდა შევცვალო, რომელსაც 2003–ზე ვიყენებ და 2007–ზე არ მუშაობს
სხვათა შორის, ორივე ოფისის დაინსტალირება შეიძლება ერთდროულად და ერთმანეთ ხელს არ უშლის


 

Irakli Martashvili  Identity Verified
Local time: 04:33
English to Georgian
+ ...
აბა ეს სცადეთ! Feb 4, 2011

აბა ეს სცადეთ! ყოველგვარი მაკროსების და ჯავას გარეშე მუშაობს.

http://spellcheck.ge/


 

Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 04:33
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
TOPIC STARTER
კარგია, ... Feb 4, 2011

... მაგრამ მაიკროსოფტის პროდუქტს მაინც ვერ შეედრება. აქ ტექსტი უნდა დააკოპირო, ფორმატირების შენარჩუნება შეუძლებელია, სავარაუდო სწორ ვარიანტებს არ გთავაზობს და თან სიტყვები არ ემატება.
... See more
... მაგრამ მაიკროსოფტის პროდუქტს მაინც ვერ შეედრება. აქ ტექსტი უნდა დააკოპირო, ფორმატირების შენარჩუნება შეუძლებელია, სავარაუდო სწორ ვარიანტებს არ გთავაზობს და თან სიტყვები არ ემატება.
მაინც დიდი მადლობა ინფორმაციისთვის!

mrirakli wrote:

აბა ეს სცადეთ! ყოველგვარი მაკროსების და ჯავას გარეშე მუშაობს.

http://spellcheck.ge/
Collapse


 


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

ქართული მართლწერის შემმოწმებელი, ანუ ე.წ. "სპელჩეკერი"

Advanced search






SDL MultiTerm 2019
Guarantee a unified, consistent and high-quality translation with terminology software by the industry leaders.

SDL MultiTerm 2019 allows translators to create one central location to store and manage multilingual terminology, and with SDL MultiTerm Extract 2019 you can automatically create term lists from your existing documentation to save time.

More info »
PerfectIt consistency checker
Faster Checking, Greater Accuracy

PerfectIt helps deliver error-free documents. It improves consistency, ensures quality and helps to enforce style guides. It’s a powerful tool for pro users, and comes with the assurance of a 30-day money back guarantee.

More info »



Forums
  • All of ProZ.com
  • Term search
  • Jobs
  • Forums
  • Multiple search